ანრი ჯოხაძემ მილანში ქართველი ემიგრანტებისთვის კონცერტი ჩაატარა, რომელმაც ანშლაგით ჩაიარა.
იაკო ავალიანი ფოტოებსა და ვიდეოს ავრცელებს საღამოდან, სადაც ქართული მელოდიების გაგონებისას ზოგიერთმა ემიგრანტმა ცრემლები ვერ დამალა.
ანრიმ თავის ძმასთან ერთად დუეტიც შეასრულა.
კონცერტს გიორგი გასვიანი და მარიტა მელიქიშვილიც ესწრებოდნენ.