LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ჩემს მეუღლეს ძალიან უნდოდა, რომ ლამაზად ჩამეცვა…დილით, ჯერ პომადა უნდა წამესვა და 8 ძროხის მოსაწველად მერე ჩავსულიყავი” – შუშანა ბებო საკუთარ სიყვარულის ისტორიას გვიყვება

344
BeFunky-collage - 2023-02-14T000612.477

შუშანა ბებო გადაცემის “დილა მშვიდობისა საქართველო” სტუმარი იქნება და საკუთარ სიყვარულის ისტორიას მოგვიყვება.

როგორც სიუჟეტის ანონსში, შუშანა ბებო იხსენებს, თავის მოვლა ყოველთვის უყვარდა და დღემდე ასეა.

„მხოლოდ ჩემს მეუღლეს ვხედავდი და პირიქით, მხოლოდ მე მხედავდა ისიც. ძალიან უნდოდა, რომ ლამაზად ჩამეცვა, წამესვა. კარგად და კოხტად გამოვჩენილიყავი. არ შემეძლო, რომ მასთან მოჯლაგული გამოვსულიყავი. დილით, რომ ავდგებოდი, ჯერ თავისთვის უნდა მომევლო, პომადა წამესვა და მერე ჩავსულიყავი, მომეწველა 8 ძროხა. ასე ვიყავი და ბოლომდე ასე ვარ დარჩენილი. როდესაც გარდაიცვალა, მეგონა, რომ ვეღარ ვიარსებებდი, მაგრამ სიზმარში ვნახე და მითხრა: თავი არ დაჰკარგოო”, – საუბრობს შუშანა ბებო.

შუშანა ბებო: „არ ვიცი, ასეთი ტრაგედიის შემდეგ ცოცხალი როგორ დავრჩი. რაც გვეცვა, იმის ამარა გამოვიქეცით…“

პრანჭია შუშანა ბებოს უსაყვარლესი ვიდეო, რომელიც სოცქსელებში პოპულარული გახდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g