ცისანა სეფიაშვილი იუბილარია. მომღერალს 50 წელი შეუსრულდა.
როგორც მის მიერ გავრცელებული კადრებიდან ირკვევა, ცისანამ იუბილე უახლოეს გარემოცვაში აღნიშნა.
აღსანიშნავია, რომ მომღერალმა fortuna.ge-ს ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ ყველა ასაკში თავს კარგად გრძნობს, მაგრამ ეს პერიოდი მისთვის განსაკუთრებულია.