„დამოუკიდებლობის დღეზე შესრულებული 21 სიმღერიდან, მინიმუმ 7 ხვდება „იუთუბის” ტრენდებში…ეს დიდებული ქართული მუსიკის გამარჯვებაა” – აღნიშნულის შესახებ მომღერალმა ანრი ჯოხაძემ ნოე სულაბერიძის გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა.
„არასდროს არ მივდივარ იოლი გზებით. დავუშვათ, რომ ავირჩიო ისეთი მუსიკალური ჟანრი, რომელიც დღეს ძალიან ტრენდულია. პირიქით, ავარჩიე ისეთი ჟანრი, რომელიც ყველაზე არაპოპულარულია. პატრიოტული სიმღერები, რომლებიც იშვიათად შეიძლება შეგხვდეს და მით უმეტეს ის გენიალური სიმღერები, რომლებიც ამ კონცერტზე გაჟღერდა.
სწორედ ეს არის ჩემთვის კომფორტის ზონიდან გამოსვლა. წარმოიდგინე, დამოუკიდებლობის დღეზე შესრულებული 21 სიმღერიდან მინიმუმ 7 სიმღერა ხვდება იუთუბის ტრენდებში. ეს დიდებული ქართული მუსიკის გამარჯვებაა”, – საუბრობს ანრი ჯოხაძე.
„ეჭვი მაქვს, რომ ჩემი ძმა არის ცოცხალი და გაშვილებული სადღაც“ – ანრი ჯოხაძე
ვიდეო: „ფსოუს წყალი” – ანრი ჯოხაძისა და ნინი ბადურაშვილის შესანიშნავი შესრულება
ვიდეო: „წითელფეხება მტრედებო” – ანრი ჯოხაძის საოცრად ემოციური შესრულება