მომღერალმა ანრი ჯოხაძემ გადაცემაში „ნოესთან“ მისი ცხოვრების რთულ პერიოდზე ისაუბრა.
„90-იან წლებში მთელ საქართველოს უჭირდა და მათ შორის იყო ჩემი ოჯახიც.
ჩემთვის გარდამტეხი მომენტი იყო, როდესაც დედა ავად გახდა და ფინანსური შემოსავალი არსაიდან არ იყო.. მე და ჩემმა ძმამ ჩვენ დიდ ეზოში რაც კი რამე რკინეულობა იყო, შევაგროვეთ, ფერადი ლითონი ქუჩაშიც მოვაგროვეთ და ჯართში ჩავაბარეთ, რომ რუსიკოსთვის გვემკურნალა.
ეს იყო ჩემს ცხოვრებაში გარდამტეხი მომენტები. შენ გაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა შენი ოჯახის წინაშე. ამაში სათაკილო არაფერია და მე ვამაყობ, რომ ეს გზა გავიარე. სხვა შემთხვევაში ალბათ ცოტა სხვანაირ ანრის მივიღებდი, ეს გზა რომ არ გამევლო. მე ასე მგონია“. – ამბობს ანრი.
„ეჭვი მაქვს, რომ ჩემი ძმა არის ცოცხალი და გაშვილებული სადღაც“ – ანრი ჯოხაძე