25 სექტემბერს, „ოტიუმში“ ქართული სიმღერის ნამდვილი ზეიმი გაიმართა. კომპოზიტორმა და მომღერალმა დათო არჩვაძემ თავისი საავტორო საღამო გამართა, რომელსაც მისი უამრავი ცნობილი მეგობარი ესწრებოდა და სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდა.
„უდიდესი მადლობა ყველა ჩემს მეგობარს, ვინც ჩემ გვერდით იდგა გუშინდელ საავტორო საღამოზე, წინ კიდევ ბევრი საღამო გველოდება ამ წელს. ახალ სიმღერებს არ მოგაკლებთ…“
დათო არჩვაძემ ზურა ბაკურაძეს სიმღერა მიუძღვნა: „დაგვტოვე უსახურ ფიქრებთან, ვერავინ მოგხვია ხელები…“