LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ძალიან ემოციური კადრები გავრცელდა.. ერთ ადგილას 10 ადამიანზე მეტი არ უნდა იყოს“ – რას ჰყვებიან ისრაელში მყოფი ქართველები  

377
ing (5)

ისრაელსა და ღაზას სექტორში კვლავ დაძაბული ვითარებაა. ცოტა ხნის წინ, ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით გასროლილი რაკეტების საპასუხოდ, ლიბანის მიმართულებით ისრაელმაც რაკეტები გაუშვა.

ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე საუბრობენ ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეები და ამბობენ, რომ ამ ეტაპზე, შედარებით სიმშვიდეა, თუმცა უსაფრთხოების მკაცრი ზომები კვლავ ძალაში რჩება:

„პაციენტების ნაკადი შემცირებულია. პირველ დღეებთან  შედარებით, ახლა სიმშვიდეა. ანესთეზიოლოგები დაგვეხმარნენ, საკუთარი სურვილით სხვადასხვა კლინიკიდან ჩამოვიდნენ“, – ამბობს ერთ-ერთ კლინიკაში დასაქმებული ქართველი.

„გასულ ღამეს, „ჰამასის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ღამის 9 საათზე თელ-ავივსა და მთლიანად ისრაელზე მიიტანდნენ იერიშს, ძალიან ემოციური კადრები გავრცელდა – როცა ჰამასი დაბომბვით გვემუქრებოდა, მოქალაქეები აივნებზე გამოვიდნენ და ჰიმნს ერთად მღეროდნენ“, – ამბობს კიდევ ერთი მოქალაქე.

„ისრაელმა გაავრცელა განცხადება, რომ მედიამ და მოქალაქეებმა თავი შეიკავონ მძაფრი კადრების გავრცელებისგან, რადგან მათი მიზანი სწორედ ეს არის – მოსახლეობის ფსიქოლოგიური ტერორი მოახდინონ.

არსებული ინფორმაციით, გადაცმული ტერორისტები დადიან და შესაძლოა, მოქალაქეების მისამართით თავდასხმა განახორციელონ – ძალაში რჩება მოთხოვნა, ერთ ადგილას 10 ადამიანზე მეტი არ უნდა იყოს შეკრებილი“, – აღნიშნა ისრაელში მყოფმა კიდევ ერთმა საქართველოს მოქალაქემ.

 

ისრაელში მყოფი ქართველები ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე

“ახლა შედარებით სიმშვიდეა, დღეს შესრულდება კიდევ სამი რეისი” | ისრაელში მყოფი ქართველები ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე

Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on ოთხშაბათი, 11 ოქტომბერი, 2023

 

ცნობისათვის, ისლამისტური ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ მებრძოლებმა ისრაელზე მასშტაბური შეტევა, 7 ოქტომბერს, გამთენიისას დაიწყეს – ქალაქებს რაკეტები დაუშინეს, ისრაელის ტერიტორიაზეც შეიჭრნენ, დახოცეს როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები, ისე – სამხედროები. თავის მხრივ, ისრაელმა ღაზაზე საჰაერო დარტყმების საპასუხო ტალღა დაიწყო.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ისრაელზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 200-მდე გაიზარდა.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ღაზის სექტორში დაღუპულთა რიცხვმა 950-ს მიაღწია,
დაშავებულია 5 000-ზე მეტი ადამიანი.

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, ისრაელის ტერიტორიაზე, ამ დროისთვის, „ჰამასის“, სულ მცირე, 1 500 მებრძოლია მოკლული.

ვიდეო: „სიკვდილისკენ გავრბოდით.. 8 საათი ბუჩქებში ვიმალებოდით, არც საუბარი შეგვეძლო, არც სუნთქვა, ჯერ კიდევ არ ვიცი, რამდენი მეგობარი დავკარგე“ – რას ჰყვება ისრაელში, ფესტივალზე გადარჩენილი

magti 5g