გიორგი გასვიანი და მარიტა მელიქიშვილი დაქორწინების შემდეგ ერთად პირველად გაემგზავრნენ საზღვარგარეთ.
მათთან ერთად იმყოფება ანრი ჯოხაძე, რომელმაც მილანში კონცერტი გამართა. წყვილი ამ კონცერტსაც დაესწრო და სხვადასხვა ტურისტული ადგილიც მოინახულა. მარიტამ შესაბამისი ვიდეოც გაგვიზიარა.
მიუხედავად იმისა, რომ კარგად ერთობიან, როგორც მარიტა წერს, ყოველდღე ტირიან, რადგან დედა პატარა გალას ვიდეოებს უგზავნის: „როგორ ვძლებთ, არ მკითხოთ, ყოველდღე ვტირით“, დაძენს მარიტა.