პატარა „რანინელის“, ვაჩე ღვინიაშვილის ვიდეოს, რომელშიც ის დედაზე საუბრობს, სოციალურ ქსელში უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.
ახალგაზრდა მომღერალი თბილი კომენტარებისა და შეფასებებისთვის სოციალური ქსელის მომხმარებლებს მადლობას უხდის და მორიგ ვიდეოში მამის შესახებ საუბრობს:
„მადლობას გიხდით ყველას, ვინც ნახეთ, გაიზიარეთ. ზოგს ვიდეოზე საკუთარი დედა ჰყავდა მონიშნული და ეწერა „მიყვარხარ“, ყველაზე მეტად ამან გამითბო გული. ვიდეო მამამ მაჩვენა.
სხვათა შორის, მამაც ძალიან კარგი ადამიანია, ისეთივე ოქროა, მამაც ძალიან მიყვარს, ყველაზე გაწონასწორებულია.
ძალიან განათლებული მამა მყავს. ყოველთვის მეუბნება: „შენ მე მაშინ მაჯობებ და ჩემზე მაგარი მაშინ იქნები, როცა ისეთ შვილს გაზრდი, რომელიც შენზე მაგარი იქნებაო. ეს რომ მითხრა, ვხვდები, რომ განსაკუთრებული მამა მყავს და ღმერთმა ამით დამაჯილდოვა“, – ამბობს ვაჩე ღვინიაშვილი.
“განსაკუთრებული მამა მყავს და ღმერთმა ამით დამაჯილდოვა” – ვაჩე ღვინიაშვილი ?
❤️ “სხვათა შორის მამაც ძალიან კარგი ადამიანია, ისეთივე ოქროა… განსაკუთრებული მამა მყავს და ღმერთმა ამით დამაჯილდოვა” – ვაჩე ღვინიაშვილი ?
Posted by Rustavi 2 • რუსთავი 2 on სამშაბათი, 31 ოქტომბერი, 2023
ვიდეო: ვაჩე ღვინიაშვილი პორტუგალიურ სიმღერას კოლორიტულად ასრულებს