LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გირჩი – მეტი თავისუფლებამ“ სუს-თან ნაგავი დაყარა

126
ნაგავი სუსთან

„გირჩი – მეტი თავისუფლებამ“ სუს-თან ნაგავი დაყარა. აღნიშნული პერფორმანსით, პარტიის წევრებმა, ქვეყანაში არსებული სიტუაცია გააპროტესტეს.

ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, „ეს ადგილი ბოროტების მთავარი ადგილია ქვეყანაში, რადგან აქედან იმართება ქვეყანა, აქედან აშანტაჟებენ და აშინებენ ხალხს“.

„30-მა კაცმა სახლიდან წამოვიღეთ ნაგავი, აღარ ჩავყარეთ ურნებში, მოვიტანეთ და დავყარეთ სუს-ის შესასვლელთან, რადგან ეს ადგილი გვგონია ბოროტების მთავარი ამბავი ქვეყანაში. არაფრის გაპროტესტებას აზრი არ აქვს ცესკო-სთან და რაღაც უწყებებთან, აქედან იმართება ეს ქვეყანა, ესენი მართავენ, ესენი აშანტაჟებენ, ესენი აშინებენ, ესენი ატარებენ ამ ქვეყანაში არჩევნებს, ამიტომ გვგონია, რომ პროტესტის ერთ-ერთი სამიზნე უნდა იყოს ეს შენობა მუდმივად“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ადგილზე მყოფმა სამართალამცველებმა, ნაგვის დაყრის გამო რამდენიმე ადამიანი 80 ლარით დააჯარიმეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები