LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: კარლო პონტი მარიამ შარმანაშვილს სიყვარულს უხსნის: „შენთან გატარებული ყველა დასვენების დღე ჯადოსნურია. ეს არის ახალი თავი ჩვენს ცხოვრებაში…“

2017
მარიამ შარმანაშვილი

სოფი ლორენის ქართველი სარძლო, მარიამ შარმანაშვილი კარლო პონტისთან ერთად მალდივებზე ისვენებს და ამ დასვენებიდან საუკეთესო მოგონებას გვთავაზობს, რომელიც „ინსტაგრამის“ სთორიში გამოაქვეყნა.

ის კარლო პონტის ეკითხება, როგორ დაამახსოვრდება ეს პერიოდი:

„ეს არის ჩვენი ბოლო დღე მალდივებზე. როგორ აღწერ ამ დღეებს?“

საყვარელი მამაკაცი მას ასე პასუხობს:

„ისევე, როგორც ყველა დასვენება, შენთან ერთად გატარებული, ესეც ჯადოსნური იყო. ყველა წამი ძვირფასია, რადგან ასე ძალიან მიყვარხარ!.. პლუს ამ სამოთხეში ყოფნამ ყველა ემოცია კიდევ უფრო გააძლიერა. ეს ჩვენი ცხოვრების ახალი თავია და უკეთეს დასაწყისს ვერც წარმოვიდგენდი…“

 

მარიამი ასევე გვიზიარებს პასუხს კითხვაზე, გაიცნო თუ არა კარლო პონტის შვილები.

„გავიცანი, დიახ და ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები