მსოფლიოს ყველაზე იდუმალი დიქტატორის, კიმ ჩენ ინის შესახებ მორიგი უცნაური ვიდეო ვრცელდება. ჩრდილოეთ კორეელი ლიდერი თავის მსგავს ადამიანებს ესაუბრება.
კიმ ჩენ ინის ცხოვრება სულ უფრო მეტად ემსგავსება ჯეიმს ბონდის ფილმს. კორეელი ტირანი შესაძლოა, სულაც არ იყოს ის, ვინც გვგონია.
ვიდეო კი, სადაც კიმ ჩენ ინი თავის მსგავს ადამიანებთან ერთადაა, Daily Mirror-მა გაავრცელა. ვიდეოში დიქტატორი ზურგით დგას. კიმი ორეულებთან ღამის საათებშია გადაღებული.
გავრცელებული ინფორმაციით, კიმი თავის მსგავს ადამიანებთან ერთად საუბრისას 2017 წელს არის დაფიქსირებული, როდესაც ბალესტიკური რაკეტის გამოცდა მზადდებოდა.
საკითხავია, რატომ გადაწყვიტა დიქტატორმა ორეულების დემონსტრირება.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის გარდაიცვალა. ერთ-ერთი ვერსიით, ქვეყნის ლიდერი კორონავირუსს ემალებოდა.
სახელმწიფო მედიის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ლენტი გაჭრა სასუქების ქარხნის გახსნისას.
ადგილობრივი მედია: კიმ ჩენ ინი 20 დღის შემდეგ საჯაროდ გამოჩნდა
თუმცა სიმართლე, რასაკვირველია, საბოლოოდ მაინც ვერავინ გაიგო.