ლელა წურწუმია მალე ,,მთავარი არხის” ერთ-ერთ წამყვანად მოგვევლინება. არხმა უკვე გაავრცელა გადაცემის პრომო, რომელსაც ცნობილი მომღერალი გაუძღვება. ეს ლელასთვის ტელეწამყვანობის პირველი შემთხვევა არ არის, მას წლების წინ ,,იმედზე” ერთ-ერთი შოუ მიჰყავდა, შემდეგ კი ,,რუსთავი 2″-ზე ღამის გასართობ გადაცემას უძღვებოდა.
ახალ გადაცემას ,,მხოლოდ ლელასთან” ჰქვია და ის ხუთშაბათს, საღამოს 11 საათზე გავა ეთერში. აღსანიშნავია, რომ ხუთშაბათს ,,რუსთავი 2″-ზე გადაცემა “პროფილი: გადის.