LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მივხვდი, რომ ეს ბიჭი განსაკუთრებული იყო” – ანუკი ცქვიტინიძის და გელა დონაძის სიყვარულის ისტორია

280
BeFunky-collage - 2023-02-16T001902.818

კომპოზიტორ-შემსრულებელი ანუკი ცქვიტინიძე და მისი მეუღლე, მომღერალი, გელა დონაძე გადაცემა “პრაიმ შოუს” სტუმრები არიან.

წყვილმა გადაცემაში თავიანთი სიყვარულის ისტორია გაიხსენა.

„ყველაფერი გასტროლით დაიწყო, ლიტვაში ვიყავით. ანსამბლ ბასიანის სოლისტი ბრძანდება გელა და ჩაკრულო შეასრულა. ვუსმენდი და საოცარი განცდა მქონდა სიამაყის, რომ ქართველი ვიყავი. გელას შესრულებაც, რა თქმა უნდა, ძალიან მომეწონა. მივხვდი, რომ ეს ბიჭი განსაკუთრებული იყო. საქართველოში რომ დავბრუნდით, გელამ აქტიურობდა. ყველგან ჩნდებოდა, სადაც ვიყავი. ძალიან ყურადღებიანია, უყვარს ჩემი განებივრება და გახარება”, – საუბრობს ანუკი ცქვიტინიძე.

გელა დონაძე აღნიშნავს, რომ მათი სიმღერების უმეტესობა სწორედ სიყვარულზეა და ეს გრძნობა თავდადებას ნიშნავს.

ვიდეო: ანუკი ცქვიტინიძე და გელა დონაძე გია გორდეზიანის სიმღერით გვატკბობენ

ვიდეო: გელა დონაძისა და ანუკი ცქვიტინიძის სასიყვარულო შესრულება

ვიდეო: გელა დონაძემ და ანუკი ცქვიტინიძემ „ო, რერო, რერო“ არაჩვეულებრივად შეასრულეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები