გელა გნოლიძემ და „ღამის შოუს ბენდმა“ მსმენელს მორიგი სიმღერის „რიმეიქი“ შესთავაზეს.
გელა, ბაბი და თათა ცნობილ სიმღერაზე „არ წახვიდე“ ამღერდნენ.
სიმღერამ სოციალურ ქსელში უკვე დიდი მოწონება დაიმსახურა.
მსმენელი აღნიშნავს, რომ „არ წახვიდეს“ ეს ვერსიაც ჰიტად იქცევა.
ცნობისთვის, სიმღერის „არ წახვიდე“ ტექსტისა და მუსიკის ავტორი, ასევე შემსრულებელი მომღერალი გოგიტა გოგიძეა.
სიმღერას „იუთუბზე“ მილიონობით ნახვა აქვს.