LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: რა გინდა? რატო იბრძვი? დავდგე თავი წავიკრა ​და ის მოგიყვეთ, რომ ხვალ ჩემი შვილის წლისთავია და ვცდილობ ამ თარიღს გავექცე? – რა მისწერეს მაია ასათიანს სოციალურ ქსელში

204699
მაია ასათიანი

ჟურნალისტი მაია ასათიანი სოციალურ ქსელში ვიდეო ავრცელებს, სადაც ერთ-ერთი ქალბატონის მიერ მიწერილ წერილზე საუბრობს.

„ჩემი ერთი ემოცია მინდა გაგიზიაროთ. მე ვარ მცენარესავით, ბედნიერებას მანიჭებს მზე და წყალი.ამიტომ ზამთარში ჩვეულებრივად ზეზეულად ვკვდები. ახლა, როდესაც უკვე ვგრძნობ, რომ მოდის გაზაფხული და სუნიც იგრძნობა, საერთოდ სხვანაირი განწყობა მაქვს, რაც ეტყობა „სთორებშიც“ ჩანს.

კარგ ხასიათზე ვარ, ვცდილობ გავიღიმო და ჩემი დადებითი ემოცია თქვენც გაგიზიაროთ… ამ დროს მომდის ქალბატონის წერილი. განცდა გექნებოდა, რომ 75-80 წლის იყო, მაგრამ ჩემზე დაახლოებით 4-5 წლით პატარა აღმოჩნდა.

მწერდა „არ გეკადრება ასეთი ამჩატებული საქციელიო“. რა გინდა? რატო იბრძვი? ვიღაც კარგად არის, შენ რა გაწუხებს? დავდგე თავი წავიკრა და ყველაფერი ის გითხრათ, რასაც ვფიქრობ და ვგრძნობ? თუ ის მოგიყვეთ, რომ ხვალ ჩემი შვილის წლისთავია და ვცდილობ ამ თარიღს გავექცე, თუ არ რა გინდა? შენ თვითონ თუ არ გიხარია ცხოვრება, სხვას რატომ უფუჭებ ხასიათს?“, – ამბობს მაია ასათიანი.

ზუსტად 5 წლის წინ , ამ დროს ჩემი შვილი კვდებოდა… მე ჯერ არაფერი ვიცოდი და აჟიტირებული ვგეგმავდი გადაცემას – მაია ასათიანი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g