LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: როგორ წაართვეს ბიზნესი თათა ვარდანაშვილს და რატომ შეიცვალა მან სახელი და გვარი

398
BeFunky-collage - 2023-06-06T014607.973

დიზაინერი თათა ვარდანაშვილი ია ფარულავას გადაცემის სტუმარი იყო, რომლის ეთერშიც ბიზნესის დაკარგვის ამბავზე ისაუბრა და განმარტა, რატომ შეიცვალა სახელი და გვარი.

„2007 წელს გავხსენით საწარმო და მივიღეთ შეკვეთა თავდაცვის სამინისტროსგან, ჯარისკაცებისთვის 5 000 ცალი ჩექმა უნდა შეგვეკერა. 2010 წელს სავაჭრო/სამრეწველო პალატამ დაგვაჯილდოვა განსაკუთრებული პრიზით, როგორც ინოვაციური პროექტი, რადგან სასწავლებელმა ინოვაციური ხასიათი მიიღო. ეს ჯილდო მაშინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პირდაპირი ეთერით გადმოგვცა. შემდეგ მოვიდა საწარმოში, დაათვალიერა და ძალიან მალე საწარმოს სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმობა მოგვიხდა.

საბოლოოდ ყველაფერი 2015 წელს დავკარგე. ჩემი მიზანი დირექტორობა არ ყოფილა, მიზანი სასწავლებლის განვითარება და ინფრასტრუქტურაზე ზრუნვა იყო. მოლაპარაკება გვქონდა კომპანია ზარასთან და ამ კომპანიასთან 10-წლიანი საიჯარო ხელშეკრულება უნდა გაგვეფორმებინა. 2015 წელს ველოდებოდი და მინდოდა ეს ინოვაციური პროექტი განმეხორციელებინა.

ვერ მივედი აქამდე, საწარმოს ხელმძღვანელად დაინიშნა ჩემი მამიდაშვილი, რომელმაც ჩემგან დამოუკიდებლად ხელი მოაწერა საბუთებს და სასწავლებელი კომპანიის ბალანსზე აიყვანეს. ამის შემდეგ იმედი საბოლოოდ გადავიწურე.

გადავწყვიტე ყველაფრისთვის ხაზი გადამესვა, ახალი სიცოცხლე დამეწყო და დამესრულებინა ეს გაუთავებელი დავა, შენია , ჩემია. ვარდიაშვილი ხარ თუ ვარდანაშვილი. მივედი საჯარო რეესტრში, დავწერე განცხადება და მადლობა ღმერთს დედაჩემის გარდაცვლილმა მამამ მიშვილა და ვატარებ მის გვარს”, – საუბრობს თათა ვარდანაშვილი.

ვიდეო: “გიჟურად გვიყვარდა ერთმანეთი, 1 საათიც არ გაგვიტარებია ცალ-ცალკე.. შვილის დაბადების შემდეგ სახლიდან წავიდა და მას შემდეგ მხოლოდ ერთხელ ვნახე” – თათა ვარდანაშვილი

ვიდეო: „დიაგნოზის დასმიდან ორ კვირაში, ჩემს ხელებში დალია სული…სანამ ცოცხალი ვარ, მამაც ცოცხალი იქნება” – თათა ვარდანაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g