LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: სალომე ბაკურაძე და მისი მეუღლე ლაშა გურგენიძის ქორწილში ერთი დღით ადრე მივიდნენ: „რვა წლის ვიყავი, ბოლო ასე რომ ჩავბჟირდი…“

79498
lasha mtavarze

მსახიობ ლაშა გურგენიძის პანდემიის გამო გადადებული ქორწილი, ორწლიანი ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა შედგა – ამ დღეს ის, მისი რჩეული და ოჯახის ახლობლები განსაკუთრებულად ელოდებოდნენ.

სალომე ბაკურაძე და მისი მეუღლე, ლაშა ბასლანძე, როგორც ჩანს, ამ დღეს ისე ელოდნენ, რომ ბაზალეთზე, სადაც ქორწილი იმართებოდა, ერთი დღით ადრე მივიდნენ.

ლაშამ იქ გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა:

„ერთი დღით ადრე მისულხართ ძმაკაცის ქორწილში? ჩვენ მივედით!“

მოგვიანებით, ამ თემაზე ქორწილში, რომელიც 31 ივლისს გაიმართა, თავად სიძემაც იხუმრა:

„რაღაცებზე დავრბივარ და უცებ მოდის მესიჯი… დღეს მახსოვდა, 30-ში და აქ ვართ ბაზალეთზე მე და სალომე… აი, ეს მესიჯი მომდის, რა გინდა, რომ ქნა. რვა წლის ვიყავი, ბოლო ასე რომ ჩავბჟირდი… ვიდექი და 20 წუთი ვიცინოდი…“

ფოტო/ვიდეო: “2 წელია ამ დღეს ველოდები და როგორც იქნა დადგა” – კადრები ლაშა გურგენიძის ქორწილიდან

ესეც ჩვენი ორდღიანი ქორწილის ისტორია ?

Lasha Gurgenidze მიყვარხართ და ბედნიერები მინდა იყოთ სულ ❤️ მიხარია ეს ისტორიაც რომ დაემატება შენს სთენდაფებს ?❤️

Posted by Lasha Baslandze on Sunday, 31 July 2022

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g