საქართველოს არ სჭირდება კიდევ ერთი მოკლული პრეზიდენტი, – აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე.
მისივე თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა საათობრივად მძიმდება.
“საზოგადოება დარჩება სრულიად გაოგნებული, როდესაც სააკაშვილს დაინახავენ, აქ აღარ არის დღეებზე საუბარი, საათობრივად მძიმდება მისი მდგომარეობა, საქართველოს არ სჭირდება კიდევ ერთი მოკლული პრეზიდენტი”, – აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე.
აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან გაუქმების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 9 დეკემბერს უნდა ემსჯელა, თუმცა, სასამართლო სხდომა გადაიდო და ის 14 დეკემბერსაა ჩანიშნული.
ამავე თემაზე: