საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ილია ლომაია „მთავარ არხთან“ საუბრისას აცხადებს, რომ შესაძლოა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომებზე სრულად დასწრება ვერ შეძლოს, რადგან მისი მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება.
„ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან შერყეულია მისი და შეიძლება სასამართლო სხდომების მიმდინარეობას მთლიანად ვერ დაესწროს, ვინაიდან შეიძლება ცუდად გახდეს. დასკვნებისა და სპეციალისტების განმარტებებზე დაყრდნობით ვფიქრობ მაინც, რომ შეიძლება მიხეილ სააკაშვილს გადაევადოს, ან გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისგან. რაც შეიძლება მალე უნდა დადგეს ამ საქმეზე გადაწყვეტილება, ვინაიდან დღითი დღე უარესდება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა“, – თქვა ადვოკატმა ილია ლომაიამ.
ცნობისათვის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე ან სასჯელის მოხდისგან გათავისუფლებაზე სასამართლო სხდომა 14 დეკემბერს გაიმართება.