LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: შალვა ამონაშვილი: “იცით, რა მწყინს? მასწავლებლებს აქ არ აქეზებენ, რომ შემოქმედები იყვნენ…“

150
shalvamonashvili20109

პედაგოგ შალვა ამონაშვილის აკადემია სოციალურ ქსელში აქვეყნებს საინტერესო ვიდეოს, სადაც ის თავისი მოსაზრებების შესახებ საუბრობს.

“ჩემი პროფესიაა ბავშვების სიყვარული, ანუ პედაგოგიკა. ამას ვემსახურები მთელი ჩემი ცხოვრება. ეს ყველაფეირ აქ დაიწყო, თბილისში. 60-70-იანი წლებიდან ვქმნიდით პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში და ბევრ სხვა სკოლაში.

არ გამოდგება ყვირილი, დასჯა, აკრძალვები, აღარ ვარგა. ესენი არიან ახალი თაობის ბავშვებნი, ინდიგო ჰქვიათ, სხვა თაობაა, რადგანაც გამგები გვერდით არ ჰყავს, ეძებს გამოსავალს. ხან უნდა დაგვსაჯოს, აგვსაჯაოს და გადმოვარდება მეოთხე სართულიდან, გადაყლაპავს რაღაც აბებს და გადაიხსნის ვენას. ასე ხდება ეს სუიციდები. ჩვენ ვაძლევთ ამას ბიძგს.

მე რა მწყინს, იცით კიდევ? მასწავლებლებს აქ არ აქეზებენ, რომ შემოქმედები იყვნენ. თითქოსდა არის სტანდარტი და დამანებე თავიო, მინისტრი ეუბნება თუ ვიღაც . წავიკითხავთ რაღაც რომანს და უნდა გადამოვცეთ შინაარსი. ვის უნდა ეს შინაარსები? აი, გადმოსცა მოწაფემ შინაარსი? მერე რა? დაუწერე ხუთი…

შეუყვარდა მეექვსეკლასელს მეცხრეკლასელი, არ შედგა ეს სიყვარული, წავიდა გოგონამ და მოკლა თავი… ლიტერატურის მასწავლებელს რომ ეთქვა, აი, სიყვარული ასეთია, ასე გაუძელით, ბავშვებო, თქვენს შეგიყვარდებათ, განა მარტო იმ რომანში შეუყვარდათ ერთმანეთი გმირებსო…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები