ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ ტელეარხი თებერვლისა და მარტის განმავლობაში ტელეარხი ფორმატს შეიცვლის და მიმდინარე სატელევიზიო სეზონზე მთლიანად გახდება საინფორმაციო-ანალიტიკური შინაარსის.
ერთ-ერთი გადაცემა, რომელიც ტელეკომპანიამ დახურა არის „ილაპარაკე ია ფარულავასთან ერთად.“
მსახიობი ფაქტს, სოციალურ ქსელში „სთორიში“ გამოეხმაურა:
„სიმართლე გითხრათ მე გამიხარდა, რომ დაიხურა ეს გადაცემა.. ამომივიდა ყელში..
ერთადერთი, ეკრანზე ყოფნა ჩემთვის კარგი იყო, რადგან, მუდმივად ფორმაში უნდა ვყოფილიყავი, მტრის ჯინაზე უკეთეს ფორმაში ჩავდგები,“ – ამბობს ფარულავა.
„არცერთი წუთით არ მწყდება გული“ – ია ფარულავას გადაცემა „ფორმულაზე“ დაიხურა
„ფორმულამ“ ასევე დახურა გადაცემა „სთორი.“