LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო – თაკო ტაბატაძე: “მინდა გავზარდო ისეთი ადამიანები, რომლებიც არ განიკითხავენ სხვებს”

1540
275808106_277993264501709_5382033444782655426_n

გადაცემა „პრაიმ შოუს“ სტუმარი მსახიობი, გია ბაღაშვილის ყოფილი მეუღლე, თაკო ტაბატაძე იყო.

თაკომ, რომელიც 4 შვილის დედაა, გადაცემაში დედობის შესახებ ისაუბრა.

„პირველ რიგში, ეს არის ჩემთვის უდიდესი ბედნიერება. როგორც სირთულეს ვეღარ ვუყურებ იმიტომ, რომ ეს ყოველდღიური მოცემულობაა.

პატარაც კი უკვე დიდი გოგოა, ბაღის ასაკის არის და მალე სკოლაში მივა.

უფროსი არის 11 წლის. 11-ის, 10-ის, 7-ის და 4 წლისები არიან.

არ აქვს მნიშვნელობა რამდენი შვილი გყავს. ზოგადად, შვილის გაზრდა უდიდესი პასუხისმგებლობაა. მნიშვნელოვანია როგორ ადამიანად ჩამოაყალიბებ, რადგან შემდეგ ის საზოგადოების წევრი უნდა გახდეს…

მინდა, გავზარდო ისეთი ადამიანები, რომლებიც არ განიკითხავენ სხვებს. იქნებიან ძლიერი, შემდგარი, წარმატებული ადამიანები და მხოლოდ საკუთარი თავის, ახლობლების სიძლიერით იქნებიან ბედნიერები, ამაყები და სხვის ცხოვრებაში ნაკლებად ჩაერევიან,“- აღნიშნა თაკო ტაბატაძემ.

ვიდეო: “სულ ვამბობ, რომ 4 შვილი საუკეთესო ვარჯიშია…” – როგორ იწყებს დილას თაკო ტაბატაძე

თაკო ტაბატაძე: „გაოგნებული ვარ იმ ადამიანების ინდიფერენტულობით, ვინც ეს ჩაიდინა. ერთი ზარი არ შემოსულა პირადად ჩემთან…“

თაკო ტაბატაძე: „მე და გია ბაღაშვილი უკვე მესამე წელია, რაც გაშორებულები ვართ და ცოლ-ქმარი აღარ ვართ”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g