LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „თავის ტკივილებით და თავბრუს ხვევით წავედი ტომოგრაფიაზე, გამოვედი და ანევრიზმა… უცებ კადრი გაწყდა“ | „დამარცხებაზე გამარჯვება“ – ცისანა სეფიაშვილის და ნანიკო ხაზარაძის პირადი ისტორიები

442
Untitled design

მომღერალი ცისანა სეფიაშვილი გადაცემაში „ჩვენი ოჯახი“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც გადაცემის წამყვანთან ნანიკო ხაზარაძესთან ერთად ისაუბრა, როგორ უნდა გავუმკლავდეთ ცხოვრებისეულ ჩიხს.

ნანიკო ხაზარაძემ გადაცემაში მოყვა პირადი გამოცდილების შესახებ, როდესაც ექიმთან მამოგრაფიაზე იმყოფებოდა.

„ვიყავი მამოგრაფიულ კვლევაზე, გამოვედი და ველოდები სხვა კვლევას. გამოვიდა ქალბატონი, რომელიც აკეთებდა მამოგრაფიას. ხელმეორედ გვარებს დავასახელებ და მეორე კვლევაზე შებრძანდითო. პარალელურად დავიწყე ფიქრი, ხელმეორედ კვლევაზე ვისაც იბარებენ ე.ი. იგი კიბო აქვს… უცებ, დასრულებული არ მაქვს ეს ფიქრი და მესმის, ხაზარაძე მეორე კვლევაზე…

ვერ ვხვდებოდი რა უნდა გამეკეთებინა… შევედი ოთახში, სადაც უზარმაზარი კონსილიუმი ზის და მესმის მარტო „კალცინატი“,  „კალცინატი“, რომელიც „დავგუგლე“ და გავიგე, რომ კიბოს უჯრედია.

ამ დროს ჩემს გონებაში ვფიქრობ კიბო მაქვს? არაუშავს ქიმიოთერაპიას ავიტან… თმა თუ გამცვივდება, ისედაც მოკლე თმა მაქვს…  ეს არის ფსიქიკა, როდესაც ხარ ჩიხში და არ იცი, როგორ იცხოვრო ამ უბედურებასთან, ამწუთას იწყებ გამოსავლის პოვნას. ასე იყო ჩემ შემთხვევაში“, – აცხადებს ნანიკო ხაზარაძე.

საკუთარი ისტორია მოყვა ცისანა სეფიაშვილმაც. მისი თქმით, „არ იღებს ცუდ ინფორმაციებს და ფიქრობს, რომ ყველაფერი ძალიან კარგად არის და იქნება“.

„სამი წლის წინ, თავის ტკივილებით და თავბრუს ხვევით წავედი ტომოგრაფიაზე, გამოვედი და ანევრიზმა… უცებ კადრი გაწყდა და სამი დღე უარყოფითი ინფორმაცია დავკეტე. მანანას და ჯემალს არ ვაგებინებდი.

თუ ცუდ ხასიათზე ვარ არ გამოვდივარ, არ გენახები… მე არ მინდა ცემი ნეგატივი შენ მოგახვიო. ასე გავთიშე ტვინი, ჩემი მეგობრები აგვარებდნენ ყველაფერს. არ ვიღებ ცუდ ინფორმაციებს, ვფიქრობ, რომ ყველაფერი ძალიან კარგად არის და ყველაფერი ძალიან კარგად იქნება.

არაფერს ვნანობ ჩემს წარსულს. ორი ოჯახი დამენგრა მაგრამ, ისეთი მადლიერი ვარ ჩემი ყოფილი მეუღლეების, რადგან ჩემს წარსულს ჰქვია გიორგი, კატო, ლევანი და ნინა. მადლობა თქვენ ამისთვის, რომ აი ეს ბედნიერება მაქვს“, – აცხადებს ცისანა სეფიაშვილი.

 

 

ნანიკო ხაზარაძის, თემურ თათარაშვილისა და ცისანა სეფიაშვილის გამოცდილება | ცხოვრებისეული ჩიხი

?ცისანა სეფიაშვილი: სამი წლის წინ, თავის ტკივილებით და თავბრუს ხვევით წავედი ტომოგრაფიაზე, გამოვედი და ანევრიზმა… უცებ კადრი გაწყდა და სამი დღე უარყოფითი ინფორმაცია დავკეტე
?როგორ გავუმკლავდეთ ცხოვრებისეულ ჩიხს – ნანიკო ხაზარაძის, თემურ თათარაშვილისა და ცისანა სეფიაშვილის პირადი გამოცდილება❤️
?თემა: დამარცხებაზე გამარჯვება
#ჩვენიოჯახი

Posted by ჩვენი ოჯახი on Saturday, 29 April 2023

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g