LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: თიკო ჩხეიძემ გარდაცვლილ ქალიშვილზე საუბრისას აუდიტორია აატირა: „დედობა შვილის გარდაცვალებით არ მთავრდება…“

1362
tiko

მოდელი თიკო ჩხეიძე სალომე ღვინიაშვილმა „პრაიმშოუს“ ეთერში სამაგალითო დედას დაასახელა. შეგახსენებთ, რომ მას და ფეხბურთელ ნუკრი რევიშვილს უბედური შემთხვევის შედეგად 11 წლის ქალიშვილი, ტატა რამდენიმე წლის წინ გარდაეცვალათ. თიკომ შვილს წიგნი მიუძღვნა, რომელიც მისი თქმით, დედა-შვილობის გრძნობას კარგად ასახავს… თიკოს საუბარს აუდიტორიაში მსხდომები ემოციებისა და ცრემლების გარეშე ვერ შეხვდნენ.

თიკო ჩხეიძე: 

„მე და ტატა ერთად აღარ ვართ, მაგრამ მეც მიხარია დედის დღე, რადგან ტატამ გამხადა დედა… მათ, ვისაც შვილი გარდაეცვალა, უნდა იბრძოლონ თავიანთი შვილებისთვის, თუ სხვა შვილებიც ჰყავთ და თუ არ ჰყავთ, უნდა იბრძოლონ იმ ადამიანებისთვის, ვისაც ისინი სჭირდება. ცხოვრებას არ შეუშინდნენ და გააგრძელონ ცხოვრება, რადგან ბევრი ადამიანია გარშემო, ვისთვისაც მათი ღიმილი მნიშვნელოვანია… თუნდაც ის, რომ მე ფეხზე ვდგავარ, შესაძლოა, იყოს მაგალითი, რომ სხვა ფეხზე წამოდგეს და ცხოვრება გააგრძელოს…

ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი ტკივილი და განსაცდელი. მე ხომ მყავდა შვილი… ახლა ორი შვილი მყავს, მაგრამ… დედებმა, რომელთაც მხოლოდ ერთი შვილი ჰყავდათ და აღარ ჰყავთ, ხომ იციან, რამხელა სიყვარულია ეს, რა არის დედობა, როგორია, როცა შვილი გყავს. დედობა შვილის გარდაცვალებით არ მთავრდება. უნდა იცხოვრონ თავიანთი შვილებისთვის…“

თიკო ჩხეიძე: „3-4 დღეში ზღვაზე წავიყვანდით და ისეთ საოცარ ზაფხულს მოვუწყობდი, როგორსაც ვპირდებოდი….“

ვიდეო: „ძალიან გაბრაზებული ვიყავი, ხატის წინაშეც ვიყვირე…მერე უცბად დავმუნჯდი და უფალს პატიება ვთხოვე“ – თიკო ჩხეიძე შვილის ტრაგიკულ გარდაცვალებაზე

ვიდეო: თიკო ჩხეიძე – “ეს სიტყვები იმაზე მეტად აფორიაქებს ჩემს სულს, ვიდრე მე დავწერ…დღეს ჩემი საოცარი შვილის დაბადების დღეა”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g