ნანუკა ჟორჟოლიანის შოუმ იპოვა წყვილი, რომელმაც გურიის სოგელ ნიგოითში საცხოვრებლად გადასვლით ბედნიერება იპოვა.
ნანუკა თავად ესტუმრა წყვილს, რომელსაც საკუთარი ხელით მოჰყავს პროდუქტი.
„ჩვენს ბოსტნეულს წინასწარ ვყიდით. პირველად შევიმუშავეთ ეს მოდელი. გამოიწერეს წინასწარ ჩვენი ბოქსი, სადაც შერეული იქნება ორგანული ბოსტენული. სულ გვინდა, გვყავდეს ასი ოჯახი, რომელსაც გამოვკვებავთ და მეტი არა… ზუსტად ეს არის მიზანი, წინასწარ რომ გიხდიან თანხას, შენ გაქვს შესაძლებლობა, ააშენო სათბური და დაიწყო ჯანსაღი პროდუქტის წარმოება, რომელსაც შემდეგ მათ მიაწვდი…“