LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდრე ნიკა მელია უპირობოდ არ იქნება გათავისუფლებული, „ნაციონალურ მოძრაობაში“ სხვა რაიმე დისკუსია პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ფიზიკურად ვერ იარსებებს: ლევან ხაბეიშვილი

61
ლევან ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, „ვიდრე ნიკა მელია უპირობოდ არ იქნება გათავისუფლებული, „ნაციონალურ მოძრაობაში“ სხვა რაიმე დისკუსია პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ფიზიკურად ვერ იარსებებს“.

ქართულ ოცნებას – მანამ არ აგიდგეთ გვერდები, სანამ მე თქვენ გამოსასყიდს გადაგიხდით: ნიკა მელია

ეს სანდოობის საკითხია… არსებობს ძლიერი პოლიტიკური ნება ნაბიჯების სწორი მიმართულებით გადასადგმელად: შარლ მიშელი მელიას გათავისუფლებაზე

ოპოზიციური პარტიის ლიდერების ნაწილის მხრიდან შარლ მიშელის მიერ ინიცირებულ დოკუმენტზე ხელმოწერას, ლევან ხაბეიშვილი სამწუხაროს უწოდებს და ამბობს, რომ „დოკუმენტის დადებაში ლომის წვლილი სწორედ ნიკა მელიას მიუძღვის“.

„სამწუხარო რეალობაა და გულწრფელად ვწუხვარ იმ ადამიანების გამო, რომლებმაც თავს უფლება მისცეს, როგორც პოლიტიკურად, ასევე მორალურად ნიკა მელიას ტყვეობაში ყოფნის დროს დოკუმენტზე ხელი მოეწერათ. იმ დოკუმენტის დადებაში, სადაც ლომის წილი თავად ნიკა მელიამ და „ნაციონალურმა მოძრაობამ” შეიტანა.

ჩვენი მკაფიო პოზიციაა, რომ სანამ ნიკა მელია უპირობოდ არ იქნება გათავისუფლებული, მანამდე „ნაციონალურ მოძრაობაში” სხვა რაიმე დისკუსია პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ფიზიკურად ვერ იარსებებს!“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

პროკურატურას შეუძლია, ნიკა მელია დღესვე გირაოს შეფარდების გარეშეც გაათავისუფლოს: ნინო ლომჯარია

ეს არის მუხლი, რომლის საფუძველზეც ნიკა მელია ნებისმიერ მომენტში შეიძლება გათავისუფლდეს: გიორგი ბურჯანაძე

ნიკა მელიას გირაოს ევროკავშირში რეგისტრირებული ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია გადაიხდის: შალვა პაპუაშვილი

magti 5g