დღეს თბილისსა და რეგიონებში აქცია „შინ ევროპისკენ“ გაიმართება. აქცია თბილისში, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ, 20:00 საათზე დაიწყება.
ტელეწამყვანი და მსახიობი ია ფარულავა წერს, რომ დღეს ყველა აქციაზე უნდა იყოს, იმისთვის, რომ ევროპას ჩვენი ერთობა დავანახოთ.
„დღეს ორშაბათია 20 ივნისი! ყველანი აქციაზე გავდივართ ტელევიზორთან არავინ ვრჩებით დავანახოთ ევროპას ჩვენი ერთობა და ძალა.
ვინც არ უნდა იყო ქოცი, ნაცი, გირჩი (სია გრძელია). ურწმუნო თუ მორწმუნე, ხელჩაქნეული თუ იმედით სავსე
ძალა ერთობაშია !!!!
( ხო „კონვერტი“ არ გავა დღეს )“. – წერს ია ფარულავა სოციალურ ქსელში.