LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინც ჯერ არ ყოფილხართ, ეწვიეთ საქართველოს – ბრიტანელი პარლამენტარი

167
Untitled

საქართველო მრავალფეროვანი და საინტერესო ქვეყანაა, ვინც ჯერ არ ყოფილხართ, ეწვიეთ საქართველოს, – ამის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ქართული პარლამენტარიზმის 100 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე დიდი ბრიტანეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, მარკ პრიჩარდმა განაცხადა.

პრიჩარდმა საქართველოს, როგორც საინტერესო ისტორიისა და ღვინის უძველესი კულტურის მქონე ქვეყნის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„საქართველო მრავალფეროვანი და საინტერესო ქვეყანაა თავისი ისტორიითა და უძველესი ღვინის კულტურით“,– აღნიშნა პრიჩარდმა.

ქართული პარლამენტარიზმის 100 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომლის მომხსნებლებიც იყვნენ საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი სოფიო ქაცარავა, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი, გერმანიის დელეგაციის ხელმძღვანელი დორის ბარნეტი და დიდი ბრიტანეთის დელეგაციის ხელმძღვანელი მარკ პრიჩარდი.ღონისძიებაზე გაიმართა ფოტოგამოფენა, 100 წლის პარლამენტარიზმის ფილმის ჩვენება და ქართული ღვინის დეგუსტაცია.

21 ივნისს, რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც მიმდინარე წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთის მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე გადაყვანას დროებით უკრძალავს. აიკრძალა კომერციული გადაზიდვებიც. თუმცა უცნობია რა პერიოდს მოიცავს ეს დროებითი ზომა.

პუტინმა კარგი რეკლამა გაგვიკეთა, მთავრობა კი შანსის გამოყენებას აგვიანებს

მესმის, რომ ამ დღეებში მთავრობას სხვა თემები ჰქონდა სანერვიულო, მაგრამ ყველა პოლიტიკური თემა შეიძლება გადაგორდეს და ეკონომიკური პრობლემები დარჩეს.

ასევე, პუტინმა ხელისუფლებას დაავალა მიიღონ ზომები საქართველოში დროებით მყოფილი რუსეთის მოქალაქეების და მათი ბარგის რუსეთის ფედერაციაში დაბრუნებისთვის.

პუტინის ამ გადაწყვეტილების შემდეგ მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაიწყო კამპანია, რომლის ფარგლებშიც ცნობილი ადამიანები თუ სახელმწიფო მოღვაწეები სხვა ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში დასვენებისკენ მოუწოდებენ, რათა ქვეყანამ თავიდან აირიდოს რუსი ტურისტებით გამოწვეული დანაკლისი.

Facebook-ზე კამპანია „გაატარე ზაფხული საქართველოში“ მიმდინარეობს

ჯგუფი 22 ივნისს შეიქმნა და ამ 2 დღეში მასში უკვე 103 ათასზე მეტი ადამიანია გაწევრიანებული

პოპულალურები