LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინც პარლამენტში შემსვლელია უკვე შევიდა, რამდენ ხანს შეიძლება ეს ხალხი ციხეში ჰყოლოდათ ტყუილად: პაატა ზაქარეიშვილი

141
paatazakareishvili-19-1000x545

“სამწუხარო ფაქტია, რომ ასე მარტივად ხდება ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის დახურდავება”,-ამის შესახებ ექსპერტმა პაატა ზაქარეიშვილმა “ფორტუნას” ეთერში, გადაცემა დღის თემაში ე.წ კარტოგრაფების საქმეზე საუბრისას განაცხადა.

მისი შეფასებით, ამ საქმეს პოლიტიკური სარჩული აქვს და ეს იყო წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი.

“არაფერი საერთო რუკებს არ აქვს საბოლოო გადაწყვეტილებასთან, რამდენიმე წელიწადში გარეჯის თემა ამოიწურება, დადგება ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც იქნება საქართველო-აზერბაიჯანისთვის მისაღები. ეს იყო წმინდა შიდა პოლიტიკური კონტექსტი. სამწუხარო ფაქტია, რომ ასეთი ბოლშევიკური მეთოდებით ჩვენ ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ვწირავთ, რათა ამა თუ იმ პარტიამ დროებით წარმატებას მიაღიწოს”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

მე მათ პოლიტიკურ პატიმრებს ვერ დავარქმევდი – ვახტანგ გომელაური

როგორც ექსპერტი ამბობს, გარეჯის საქმე და ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლებით ჩანს, რომ უკვე იწურება პარლამენტის საარჩევნო რეზულტატი. მისი თქმით, ეს პრაგმატული და ცინიკური ნაბიჯია “ქართული ოცნების” მხრიდან.

“ძალიან პრაგმატული და ცინიკური გადაწყვეტილება მიიღეს, იმიტომ, რომ ნახეს იწურება უკვე პარლამენტის სააარჩევნო რეზულტატი.

ვინც შემსვლელია პარლამენტში უკვე შესულია და რამდენ ხანს შეიძლება ეს ხალხი ციხეში ჰყავდეთ ტყუილად.

სამწუხაროდ ვხედავ, რომ საზოგადოებრივი აზრი და საერთაშორისო ზეწოლა არ ყოფილა გადამწყვეტი. გადამწყვეტი იყო ქართული ოცნების პრაგმატული ნაბიჯი.

გარდა ამისა, სირცხვილია რომ სამსახურიდან განთავისფლება დაადგინა პროკურატურამ. ეს არ არის პროკურატურის საქმე, ამაზე უნდა იდავოს. იმედი მაქვს, რომ ისინი სტრასტბურგის სასამართლოში გაასაჩივრებენ. სტრასბურგი მაშინვე დაამტკიცებს, რომ სიმართლე ბრალდებულების მხარესაა. სამწუხარო ფაქტია რომ ასე იოლად ხდება ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის დახურდავება”,-განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

ცნობისთვის, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ დღეს გაათავისუფლეს. მათ 20-20 ათასი ლარის გადახდა დაეკისრათ.

ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას გირაოს თანხას “სირცხვილია” შეუგროვებს

მოსამართლემ ასევე დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ივერი მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენების ნაწილში.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის მინისტრის წერილის საფუძველზე დაწყებული გამოძიებიდან 2 თვეში, აზერბაიჯანთან საზღვრის დამდგენი სახელმწიფო კომისიის ორი წევრი ვალერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს.

საქართველოს საზღვარი ერთი გოჯითაც არ შეცვლილა – ივერი მელაშვილი

პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

mazda magti 5g