ვახო სანაია მეუღლესთან, ექიმ თამუნა ყურაშვილთან ერთად რამდენიმე დღეა, უკრაინაშია და „ფორმულასთვის“ პირდაპირ ჩართვებსა და სიუჟეტებს ამზადებს.
როგორც ვახო წერს, მეუღლე მას პროდიუსერობას უწევს უკრაინაში.
თამუნა ყურაშვილი კი ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას აღნიშნავს, – „ვახოს ძალიან უნდოდა, რომ უკრაინაში გავყოლოდი… თუმცა რამდენჯერმე ისიც მითხრა, იქნებ არ წამოხვიდე, ყველა ვინერვიულებთ, რამე რომ მოხდეს, შენზე ვიდარდო თუ ოპერატორზეო. ამათ თავიანთი წესები აქვთ, როგორ უნდა მოიქცნენ ექსტრემალური სიტუაციის დროს. საბოლოოდ, ჩემი სურვილი გაითვალისწინა და დამთანხმდა. თან, ზუსტად ვიცი, ძალიან უნდოდა, რომ წამოვსულიყავი…
ექიმი რომ არ ვყოფილიყავი, ალბათ, არც წამომიყვანდა ვახო. ექიმის პირველადი დახმარების ყუთი და რამე რომ იყოს, შემიძლია, ყველას დავეხმარო, მათ შორის, ვახოს და ოპერატორსაც…
თქვენი შვილები როგორ ძლებენ თქვენ გარეშე?
ორი უფროსი გოგონა მყავს, მარიამი 24 წლისაა, ნასტი – 15-ის. სანი რაც გაჩნდა, არ დაგვიტოვებია ჩვენ გარეშე… სანი მიჩვეულია თავის ძიძასთან ყოფნას, ჩემი ძმის მეუღლესთან და ბებოსთან, ვახოს დედასთან. იზოლირებულად არ იზრდება და ემოციურად არ უნდა გაუჭირდეს…“