LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვის შეეძლება “ბუსტერდოზის” გაკეთება – ეკატერინე ტიკარაძის განმარტება

84
ტიკარა

ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთება 50 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეებს, ქრონიკული დაავადების მქონე პირებსა და მაღალი რისკის მქონე პროფესიის ადამიანებს მეორე აცრიდან 6 თვის შემდეგ შეეძლებათ. – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ეს შეეხებათ, როგორც „ფაიზერით“, ასევე სხვა ვაქცინით აცრილებსაც.

გუშინ იმუნიზაციის საბჭომ მხარი დაუჭირა ე.წ. ბუსტერ დოზის გამოყენებას მეორე აცრის გაკეთებიდან 6 თვის შემდეგ. კერძოდ, 50 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეებს, ქრონიკული დაავადების მქონე პირებსა და მაღალი რისკის მქონე პროფესიის ადამიანებს აცრიდან 6 თვის შემდეგ ე.წ. ბუსტერ დოზა გაუკეთდებათ.