თბილისის საქალაქო სასამართლომ ვიტალი საფაროვი ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებულები დამნაშავედ სცნო. ავთანდილ კანდელაკიშვილსა და გიორგი სოხაძეს 15-15 წლით პატიმრობა მიესაჯათ.

სასამართლომ ეროვნული ნიშნით შეუწყნარებლობა მკვლელობის მოტივიდან გამორიცხა და ბრალდებულები დამნაშავედ მხოლოდ ჯგუფურ მკვლელობაში სცნო.

“ჩართულობის და განვითარების ცენტის” ცნობით, ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ორივე პირი, ავთანდილ კანდელაკიშვილი და გიორგი სოხაძე, ე.წ. ნეონაცისტური დაჯგუფების წევრია. მკვლელობის თვითმხილველები კი ამბობდნენ, რომ კონფლიქტის დროს საუბარი “სამშობლოსა და ქართველობას” ეხებოდა.

ვიტალი საფაროვის ოჯახის წევრები და მათი ადვოკატებიც განმარტავდნენ, რომ ბრალდებულები ნეონაცისტური იდეოლოგიის წარმომადგენლები იყვნენ და ორივე მათგანს სხეულზე სვასტიკები ახატიათ. შესაბამისად, ისინი თავიდანვე მიიჩნევდნენ, რომ მკვლელობა შეუწყნარებლობის მოტივით მოხდა.

უფლებადამცველი ვიტალი საფაროვი 25 წლის ასაკში, 2018 წლის სექტემბერში მოკლეს. საფაროვი არასამთავრობო ორგანიზაცია “ჩართულობის და განვითარების ცენტრში” მუშაობდა.  მრავალი წლის განმავლობაში ის აქტიურად იყო ჩართული პროექტებში რასიზმის, ქსენოფობიისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ.

თაკო ივანიაძე
ავტორი

მსგავსი თემები