უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებას პირადად ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ყველა მის ხელთ არსებულ ბერკეტს გამოიყენებს, რათა სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნდეს.
როგორც ზელენსკიმ ვიდეო-მიმართვაში განაცხადა, აღნიშნულ საკითხში ყველა იქნება ჩართული – როგორც ელჩების, ისე საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე.
ვიდეო-მიმართვა დღეს, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
„მე, როგორც უკრაინის პრეზიდენტი სისტემატურად დაკავებული ვარ, ჩვენი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებით. სხვადასხვა ხერხებით, რომლებიც გამაჩნია და რომლებსაც ჩემი ძალაუფლება მაძლევს. მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე, ამიტომ ეს მასაც ეხება.
ყველა ინსტიტუცია, საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩვენი საელჩო, რომელიც მუშაობს საქართველოში, ასევე საქართველოს ელჩი, რომელიც უკრაინაში მუშაობს, აგრეთვე მინისტრთა კაბინეტების და პრემიერების დონეზე – ჩვენ ყველა ამით დავკავდებით,“ – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს, თბილისში, ქვიშხეთის ქუჩაზე დააკავეს.
მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით ბრალს სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ