LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოლოდიმირ ზელენსკი: სისუსტეა, გამომიგზავნო „სალამი“ ტყიდან ჩემი მეგობრის ავტომობილის დაცხრილვით, მაგრამ, პასუხი ძლიერი იქნება

164
ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მისი მრჩევლის, სერგეი შეფირის ავტომობილის დაცხრილვის ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მომხდარზე „პასუხი ძლიერი იქნება.“

„სერგეი ცოცხალია, მძღოლი, სამწუხაროდ, დაჭრილი. ის ახლა საავადმყოფოში იმყოფება. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. ითვლება, რომ ეს იყო მკვლელობის მცდელობა. გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისთანავე დედაქალაქში მივდივარ“, – განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ ჯერჯერობით უცნობია, ვინ დგას ამ თავდასხმის უკან.

ზელენსკის ვარაუდით, ისინი შესაძლოა შიდა ან გარე ძალები იყვნენ.

„მაგრამ მე მათ ძალებად არ ვთვლი, იმიტომ, რომ სისუსტეა, გამომიგზავნო „სალამი“ ტყიდან ჩემი მეგობრის ავტომობილის დაცხრილვით, მაგრამ, პასუხი ძლიერი იქნება,“- აღნიშნა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, დღეს, უკრაინის პრეზიდენტის პირველი თანაშემწის სერგეი შეფირის მანქანას ესროლეს – მძღოლი მძიმედაა დაჭრილი