LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვოლსკი: ფონ კრამონი საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობას იღებს

130
მუმლაძე და დათო სააკაშვილი (1)

ფონ კრამონი საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობას იღებს,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც ვოლსკი აღნიშნავს, ფონ კრამონი საქართველოში იმისთვის ჩამოვიდა, რომ დასავლური პოლიტიკის დისკრედიტაცია მოახდინოს.

„ვიოლა ფონ კრამონი ამ სადისტური მოქმედებების მხარდაჭერით ყველაფერს ხაზს უსვამს. იგი იმისთვის ჩამოვიდა, რომ დასავლური პოლიტიკის დისკრედიტაცია მოახდინოს, რაზეც სალომე ზურაბიშვილი ხმამაღალ განცხადებებს აკეთებდა.

ყველაფერი ნათელი გახდა. ეს არის სტრატეგია, რომელიც აქციებიდან უნდა გადაიზარდოს ფიზიკურ დაპირისპირებასა და ისეთი სახის სამოქალაქო დაპირისპირებაში, რომელიც დაკავშირებულია სისხლთან, ადამიანურ მსხვერპლთან. ფონ კრამონი არის ერთ-ერთი მათ შორის, ვინც ევროპარლამენტის ტრიბუნიდან ამას უჭერს მხარს. საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობას იღებს ფონ კრამონი და ასევე, ის ადამიანები, ვინც ევროპარლამენტში რეზოლუციის შემქმნელები, ლობისტები არიან და საქართველოს წინააღმდეგ არიან მიმართულები“,- აღნიშნავს ვოლსკი.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში იმყოფება.

ის გუშინ, მთავრობის ადმინისტრაციასთან, ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერად მიმდინარე აქციაზე მივიდა.

კრამონი გრიგორიადისის დაკავებაზე: შესაძლოა, ეს იყოს სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ ის რომ გამოარჩიეს და გახადეს საჩვენებელი, არის სამარცხვინო

„ვიოლა ფონ კრამონი ვის გინახავთ აქციაზე? მე უკვე დიახ…თქვენ ყველანი ხართ მაგრებიო” – სალომე ბარკერი

ვიოლა ფონ კრამონი: საქართველო იმსახურებს სტატუსს, მაგრამ ვხედავთ, რას აკეთებს მთავრობა, ეს არის დიდი უფსკრული

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g