“ვოლსკი, კვიციანი, ბრეგაძე, ვასაძე, კორკოტა – ეს ერთი გუნდია, რომელიც შეკრიბა ივანიშვილმა და რომელიც გაათავხედა ყველა ერთად ივანიშვილმა.”-ასე გამოეხმაურა ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია გია ვოლსკის განცხადებას. დეპუტატის თქმით, თავხედობა იყო ვოლსკისნაირი ხალხის წინ წამოწევა, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის გარეშე თვითონ ვერ დაწინაურდებოდნენ.

“თავხედობა ივანიშვილის მხრიდან იყო ვოლსკისნაირი ხალხის წინ წამოწევა, რომლებიც თვითონ ვერ წამოიწეოდნენ, რომ არა ივანიშვილი და მისი ძალაუფლება. ასეთი მცირე ჯგუფი მოძალადე ადამიანების ახერხებს, რომ არანორმალური პირობები შეუქმნან მოქალაქეებს ვინც მიდიან კინოში. ჭყლეტვა, ჭიდაობა, პირდაპირი მოწოდება შეჭრისკენ და პოლიციელებს აქვთ დავალება, რომ კი არ დააკავონ მოძალადეები და ჩვეულებრივ მოქალაქეებს შეუქმნან ნორმალური პირობები. არა! უბრალოდ, გამშველებლების როლში ამყოფებენ და მათ შორის ისინიც ხვდებიან ამ მოქმედებების მსხვერპლნი ზოგჯერ. ეს არის ივანიშვილის რეჟიმის სახე. ბატონი ვოლსკი, კვიციანის და დანარჩენების სახეა ხალხი, ვინც ახლა ასე იქცევა იქ. სრული სიცრუეა, თითქოს ვინმე იძახის, რომ თუნდაც ეგეთი აზრების, ან ცივილიზებული კონსერვატიული აზრების ქონის უფლება არა აქვთ. ამ სამარცხვინო ძალადობის უფლება არ აქვს არავის და ხელისუფლება არის პირდაპირ თანამონაწილე და ამ ძალადობის როცა აქამდეც და დღესაც ამას უშვებს”,-აცხადებს გიგა ბოკერია.

ცნობისთვის, მანამდე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ “ევროპული საქართველოს” წევრის განცხადება შეაფასა, იმის შესახებ, რომ ვინც ლევან აკინის ფილმს “და ჩვენ ვიცეკვეთ” ეწინააღმდეგება, “ივანიშვილის პოლიტიკის შედეგად გათავხედებული ხალხია”.

“მე ვფიქრობ, რომ თვითონ ბოკერია არის ხშირ შემთხვევაში გათავხედებული უკმეხი გამონათქვამებით”,-განაცხადა გია ვოლსკიმ.

მსგავსი თემები