LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვრცელდება კადრები, სადაც სავარაუდოდ, ბადრი ესებუა ქუჩაში ხურდებს ითვლის

622
BeFunky-collage (5)

მედიაში ვრცელდება სავარაუდოდ, ბადრი ესებუას ქუჩაში გადაადგილების კადრები, სადაც ის ხურდებს ითვლის.

„ფორმულანიუსს“  საგამოძიებო უწყებიდან წყარომ მიაწოდა ვიდეომასალა, რომელიც სავარაუდოდ, ბანკზე თავდასხმის შემდეგაა გადაღებული და ჩანს, როგორ გადაადგილება ბადრი ესებუა კონკრეტულ ტერიტორიაზე.

კონფიდენციალური წყაროს ცნობით, კადრები გადაღებულია 2-3 დღის წინ.

 

 

შეგახსენებთ, ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები 21 ოქტომბერს აიყვანა. თავდამსხმელი შენობიდან 3 მძევალთან ერთად გამოვიდა. როგორც კადრებში გამოჩნდა, მას შენობის დატოვების დროს ერთი ხელი აწეული ჰქონდა და სავარაუდოდ ხელში ხელყუმბარა ეკავა.

მძარცველი “გაგვექცა” არასწორია, გაუშვეს იმ კონკრეტულ მომენტში: კობახიძე

22 ოქტომბერს,  შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხოლო დამნაშავის დაკავების მიზნით სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.

შსს-ს ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ ყაჩაღური თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა.

კვირა კი არა, შეიძლება ერთი თვე ვდიოთ, ეგ პრობლემა არაა: გომელაური

შეგახსენებთ, თავდამსხმელის კვალი ქრება სოფელ კირცხიდან, სადაც მძევლები გაათავისუფლა, თავად კი მიიმალა.

 

“ძველი ფორმაა, გახუნებული, დიდი ალბათობით, მისია და არა ნაყიდი” – რაზე მეტყველებს ფორმა, რომელიც თავდამსხმელს ეცვა: ექსპერტ ამირან სალუქვაძის დაკვირვება

“ასეთი ყუმბარა ქართულ შეიარაღებაში არ არის” – რა დაინახა საინტერესო ყაჩაღობის კადრებში ანალიტიკოსმა ლაშა პატარაიამ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები