LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე ვზრუნავ“ – მიუსაფარი ბავშვებისთვის შოუბიზნესის წევრებმა სიმღერა ჩაწერეს

520
presrelizi

2011 წლიდან, 12 აპრილს, მსოფლიოში აღინიშნება ქუჩაში მცხოვრები და /ან მომუშავე ბავშვთა საერთაშორისო დღე. ღონისძიებების მთავარი გზავნილია ბავშვის უფლებების დაცვა და საზოგადოების ჩართულობის გაზრდა ძალადობის პრევენციის მიმართულებით.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის“ (CSDC) ინიციატივით, 2019 წლის 12 აპრილს გაიმართება ქუჩაში მცხოვრები და/ან მომუშავე ბავშვების მხარდამჭერი სიმღერის – „მე ვზრუნავ“ პრეზენტაცია, რომელსაც ცნობილი სახეები: ნოდიკო ტატიშვილი, სალომე ბაკურაძე, თემო საჯაია, ვერიკო ტურაშვილი, გიორგი დათიაშვილი და გიორგი არჩვაძე შეასრულებენ.  სიმღერის პრეზენტაცია შედგება „მიუზიკბოქსის“, რადიო „არ დაიდარდოს“ და სოციალური ქსელის საშუალებით. კომპოზიცია ჩაწერილია „ფორტუნა რეკორდსში“.

არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC) 2010  წლიდან იცავს ქუჩაში მცხოვრები და/ან მომუშავე ბავშვების ინტერესებს, მუშაობს მათი ინტეგრირების მიმართულებით სამოქალაქო უფლებების დაცვის, ინოვაციური ტექნოლოგიებისა და არაფორმალური საგანმანათლებო პროგრამების უზრუნველყოფით, რათა მათ შეძლონ ღირსეული და დამოუკიდებელი ცხოვრება.

2015 წლიდან, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC) ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტრანზიტულ საგანმანათლებლო პროგრამას, რომლის ფარგლებშიც სკოლის მიღმა დარჩენილი/დარჩენის რისკის მქონე მიუსაფარი ბავშვების სკოლაში ინტეგრაციაა უზრუნველყოფილი.

ღონისძიების მხარდამჭერია:  რადიოჰოლდინი ფორტუნა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g