LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

WSJ: აშშ უკრაინას უგზავნის საბჭოთა საჰაერო თავდაცვის იმ სისტემებს, რომლებიც საიდუმლოდ შეიძინა 

276
Untitled design (5)

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას უგზავნის საბჭოთა საჰაერო თავდაცვის იმ სისტემებს, რომლებიც საიდუმლოდ შეიძინა.

ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal წერს და აღნიშნავს, რომ პენტაგონმა საბჭოთა აღჭურვილობა წლების განმავლობაში, საიდუმლო პროგრამის ფარგლებში შეიძინა.

მედიასაშუალების ინფორმაციით, ამერიკელი ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ ისინი გაიგზავნება უკრაინის სამხედრო ძალების გასაძლიერებლად, რადგან ისინი ცდილობენ თავიდან აიცილონ რუსული საჰაერო და სარაკეტო თავდასხმები.

ამერიკელი ჩინოვნიკი აღნიშნავს, რომ დახმარება მოიცავს SA-8-ს სარაკეტო სისტემას, რომელიც ათწლეულების წინანდელია.

გამოცემა წერს, რომ ეს სისტემა უკრაინელი სამხედროებისთვის ნაცნობია, რადგან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ასეთი ტიპის აღჭურვილობა თავად უკრაინამაც მიიღო.

თავად პენტაგონს ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

რაც შეეხება საბჭოთა სარაკეტო თავდაცვის სისტემებს, მისი მცირე რაოდენობა შეერთებულმა შტატებმა ათწლეულების განმავლობაში შესწავლისა და ამერიკული ძალების მომზადების მიზნით შეიძინა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები