LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წულუკიანი: „საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს 26 მაისის ღონისძიებები, რაც ჩვენ დავამკვიდრეთ, ეჭვი მაქვს, ოპოზიციას ეს ძალიან ადარდებს“

125
Untitled design

„რაკი ვერ გადააყირავეს მთავრობა, ახლა უკვე დიზაინერების კრიტიკით არიან დაკავებული“, – ასე ეხმიანება კულტურის მინისტრი საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების ნაწილის კრიტიკას, რომ გასული წლისგან განსხვავებით, 26 მაისის ღონისძიების აღმნიშვნელ ატრიბუტებში ევროკავშირის დროშა არ არის.

მთავრობა განმარტავს, რატომ აღარ არის EU-ის დროშა საზეიმო გაფორმებაში

თეა წულუკიანის განცხადებით, ის ღონისძიებები, რომლებიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ დაამკვიდრა, საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს, რაც მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებს ადარდებთ:

როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, თვისებრივად შეიცვალა 26 მაისის, როგორც მთავარი საერო დღესასწაულის კონცეფცია ჩვენს ქვეყანაში, რუსთაველის გამზირი გახდა არა რაღაც ტიპის სამხედრო ჩვენებების ადგილი, როგორც ეს, მაგალითად, ჩემს ბავშვობაში ხდებოდა, არამედ ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისთვის, ოჯახებისთვის, ყველასთვის სასიამოვნო, სასეირნო, საგანმანათლებლო და სასიამოვნო დღე.

ასევე, უმნიშვნელოვანესი დღეა, როდესაც ჩვენი წვევამდელები დებენ ფიცს სამშობლოს წინაშე. ეს ზოგადი კონცეფციაა.

რაც ჩვენ დავამკვიდრეთ და როგორც ვხედავთ, საზოგადოებაში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, ეჭვი მაქვს, რომ ოპოზიციას, რომელიც მხოლოდ დესტრუქციით არის დაკავებული, ძალიან არ მოსწონს და ადარდებს. ამავე კონცეფციის ნაწილია, რომ ყოველ წელს ვაცხადებთ კონკრეტულ თემატიკას. როდესაც სამინისტროები ვინაწილებთ, ვინ რომელ ადგილას, რომელ რეგიონში გამართავს ამა თუ იმ ღონისძიებას, ყოველთვის ერთს და იმავე თემატიკის გარეშემო ვტრიალებთ.

შარშან თემატიკა ოფიციალურად შერჩეული გახლდათ „ევროპისკენ“, ამიტომაც ყველაფერი იყო შეფუთული ქართული და ევროკავშირის დროშებით, ემბლემატიკა იქნებოდა ეს თუ სხვა, მათ შორის, დროშები. ასევე, მახსოვს, როდესაც ჩვენ ვიზალიბერალიზაციის პროცესი გვქონდა, მაშინაც 26 მაისი ვიზეიმეთ სწორედ ამ ორი ატრიბუტიკით, ემბლემებით. ხოლო წელს თემატიკად შერჩეულია თავისუფლება, თავისუფლებისკენ, ამ თემატიკის გარშემო ვტრიალებთ და, ბუნებრივია, ალბათ, რომ ჩვენი მთავარი ემბლემატიკა და, ასე ვთქვათ, მასალა, რომელსაც დიზაინერები და ღონისძიების ორგანიზატორები იყენებენ, სწორედ არის ჩვენი ეროვნული დროშა, ჩვენი ეროვნული ფერები.

ამიტომ ის სპეკულაციები, რაც დღეს გვესმის, არის თითიდან გამოწოვილი. უკვე ამ ადამიანებს ახასიათებთ, რომ ყველაფერში დაინახონ ნეგატივი ან ეძებონ სკანდალი, რადგან როგორც ბატონმა გივი თარგამაძემ თქვა, მათი ემბლემა უკვე არის უბრალოდ „ტრიპაჩობა“ და „ტრიპაჩული“ აქციები. რაკი ვერ გადააყირავეს მთავრობა, ახლა უკვე დიზაინერების კრიტიკით არიან დაკავებული“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, ხვალ თბილისში ევროკავშირის დროშებით საპროტესტო მსვლელობებია დაგეგმილი.

„გუშინ თავისუფლების თემატიკაზე აგებული ქართული დეკორაციის ანტიევროპულად გასაღება სცადეს.. ფაშიზმი დემოკრატიის სახელით“ – მდინარაძე 

„წელს უკრაინის და ევროკავშირის დროშები მაინც ჩამოხსნეს, დასაფასებელია – ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!“ – მორგოშია 

ვიდეო: „წელს რომ არ არის ევროკავშირის დროშა, ამაზე რა პოზიცია გაქვთ?“ – პრეზიდენტი კითხვას უპასუხოდ ტოვებს

„საქართველო ირჩევს ევროპას“ – 26 მაისს თბილისში ევროკავშირის დროშებით მსვლელობა დაანონსდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g