LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: წყალმა გურჯაანის ცენტრალურ გზებზე მანქანები წაიღო

298
fot (3)

უხვი ნალექისა და სეტყვის შედეგად დაიტბორა გურჯაანში, თავისუფლების ქუჩა, რამაც ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება გამოიწვია, დაიტბორა შენობების პირველი სართულები, საავტომობილო გზებზე ადიდებულმა მდინარემ მანქანები წაიღო.

გურჯაანის გარდა მუნიციპალიტეტის სოფლებში: ძირკოკი, ვეჯინი, გურჯაანი, ჭანდარი, უხვი ნალექის შედეგად ადიდებულია ხევები.

კახეთის სახელმწიფო რწმუნებული ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გურჯაანში, სტიქიის ზონაში იმყოფება.

ადგილობრივი ხელისულების ცნობით, მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მძიმე ტექნიკა ცოცხალი ძალა. მიმდინარეობს ამოტუმბვისა და გზის გაწმენდის სამუშაოები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g