ნათია თურნავამ სპორტული დარბაზების მფლობელი კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. 15 მარტიდან, განსაზღვრული რეგულაციების დაცვით, სპორტული დარბაზები ფუნქციონირებას განაახლებენ.

შეხვედრაზე განხილული იყო რეგულაციები, რომლებიც სპეციალურად სპორტული დარბაზებისთვის შემუშავდება, რათა მათი ფუნქციონირება იყოს მაქსიმალურად უსაფრთხო როგორც მომხმარებლისთვის, ასევე პერსონალისთვის. რეგულაციები შემუშავდება კოვიდ-პროტოკოლების მკაცრი დაცვით და საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე.

ბიზნესის წარმომადგენლებმა, ასევე, გაამახვილეს ყურადღება სხვადასხვა გამოწვევებზე, რომლებიც მათ საქმიანობის შეჩერებიდან გამომდინარე წარმოეშვათ. აღინიშნა, რომ გაგრძელდება მუშაობა აღნიშნული გამოწვევების დაძლევის მიმართულებით.

ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეხვედრიდან გამოიკვეთა არის ის, რომ თავად ეს კომპანიები და მათი მენეჯერები მზად არია,ნ საზოგადოებაში ჩამოაყალიბონ წარმოდგენა ფიტნესზე, როგორც ერთ-ერთ ყველაზე კოვიდ-თავისუფალ და უსაფრთხო დარგზე. ნათია თურნავას განმარტებით, პროტოკოლების, პასუხისმგებლობის გაზიარების და  სავალდებულო ტესტირებისთვის საჭირო ელექტრონული პლატფორმის ჩათვლით ყველაფერი მზადაა, რათა სპორტულმა დარბაზებმა თავის მომხმარებლებს უსაფრთხოდ უმასპინძლონ.

მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები