LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ყველაზე საშიში მდგომარეობა თბილისშია” – როგორ ნაწილდება კორონავირუსის ახალი შემთხვევები რეგიონებში

597
endelaZe

კორონავირუსით ინფიცირებული 63 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს გვყავს 63 კრიტიკულად მძიმე პაციენტი, მათ შორის 61 არის მართვით სუნთქვაზე, აქედან 31 ინტუბირებულია და 30 „სიპაპ“ რეჟიმზე იმყოფება, ამ მძიმე პაციენტებიდან ცხრა გახლავთ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან, ერთი კი, ცხინვალიდან გადმოყვანილი“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

რაც შეეხება რეგიონების მიხედვით გადანაწილებას, ენდელაძის თქმით, 527 ახალი შემთხვევიდან 190 აჭარაში, 179 კი თბილისში დადასტურდა.

„საბედნიეროდ, აჭარაში შემცირდა რაოდენობა -190 პაციენტია, თუმცა, სამწუხაროდ თბილისში მოიმატა – 179 ახალი შემთხვევა გვაქვს. გარდა ამისა, იმერეთშია – 91, ქვემო ქართლში – 28, შიდა ქართლში -10 პაციენტია, კახეთში -11, მცხეთა-მთიანეთში -3, გურიაში -3, სამცხე-ჯავახეთში -1 შემთხვევა“, – განაცხადა ენდელაძემ.

მარინა ენდელაძემ განმარტა, რომ ყველაზე საშიში მდგომარეობა ამ დროისთვის თბილისშია. მისი თქმით, დედაქალაქში შემთხვევების მატება რეგულაციების არდაცვამ გამოიწვია.

ენდელაძე მოქალაქეებს რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

„ეს გამოიწვია რეგულაციების დაუცველობამ და გაუფრთხილებლობამ. ჩვენ ყოველდღე ვამბობთ, რომ რეგულაციების დაცვა აუცილებელია, ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ თბილისს, მოსახლეობის სიმჭიდროვის, რაოდენობის გათვალისწინებით, ამჟამად ყველაზე უფრო საშიში არის თბილისი და რაღაცნაირად უნდა მოვახერხოთ რეგულაციების სრულყოფილად დაცვა“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

 

6 გარდაცვლილი პაციენტი, 527 ახალი შემთხვევა და 313 გამოჯანმრთელებული- კორონავირუსი საქართველოში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g