მწერალი დათო ტურაშვილი ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ „ყველაზე სასოწარკვეთილ, პესიმისტურ, ხელჩაქნეულ საქართველოს იმედი გაუჩინა“.
„ყველაზე სასოწარკვეთილ, პესიმისტურ, ხელჩაქნეულ საქართველოს იმედი გაუჩინა და ისეთი სიხარული მოუტანა კვირაში ერთხელ მინიმუმ, რომ … მე მაგალითად ბავშვობაში დამაბრუნა.
ვინც მეგრული იცის, ხვიჩა ნიშნავს კაშკაშა ვარსკვლავს და ეს ბიჭი მართლა ყველაფერში ამ საოცარი ფუნქციის შემსრულებელი აღმოჩნდა“, – აცხადებს ტურაშვილი.
დათო ტურაშვილი ხვიჩა კვარაცხელიაზე
? “ყველაზე სასოწარკვეთილ, პესიმისტურ, ხელჩაქნეულ საქართველოს იმედი გაუჩინა”, — დათო ტურაშვილი ხვიჩა კვარაცხელიაზე
Posted by მე-17 სართული on კვირა, 30 ოქტომბერი, 2022