LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაალ უდუმაშვილი: დასანანია, რომ „ვარდების რევოლუციის“ მთავარი შემოქმედი მიხეილ სააკაშვილი პუტინის დავალებით ქართულ ციხეში იმყოფება

101
ზაალ უდუმაშვილი

„ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი თარიღია – დასანანია, რომ ამ რევოლუციის ერთ-ერთი ავტორი და მთავარი შემოქმედი მიხეილ სააკაშვილი პუტინის დავალებით ქართულ ციხეში იმყოფება,“ – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც უდუმაშვილი აღნიშნა, ვარდების რევოლუციამ საფუძველი ჩაუყარა იმ ცვლილებებს, რომელმაც ერთი პატარა ქვეყანა სახელმწიფოდ აქცია. მისი შეფასებით, დღეს ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი თარიღია.

მურმან დუმბაძე: მიხეილ სააკაშვილი უნდა გავათავისუფლოთ, მივცეთ მოქალაქეობა, ჩაერთოს პოლიტიკაში და ამ ტემპით დავარტყათ 8-10-წლიანი რეფორმები

„ეს არის გიორგობა და ვარდების რევოლუციის მე-18 წლისთავი. ეს ის დღეა, რომელმაც საფუძველი დაუდო იმ ცვლილებებს, რომელმაც ერთი პატარა ქვეყანა აქცია სახელმწიფოდ. ქვეყანა რამდენიმე წელში იქცა იმ სახელმწიფოდ, რომელიც მსოფლიო რუკაზე თითით საჩვენებელი იყო.

ძალიან ბევრ წარმატებას მიაღწია ამ ქვეყანამ ვარდების რევოლუციის შემდეგ. ყველაზე დასანანია, რომ ამ რევოლუციის ერთ-ერთი ავტორი და მთავარი შემოქმედი მიხეილ სააკაშვილი პუტინის დავალებით ქართულ ციხეში იმყოფება. ეს ყველაფერი გამოსწორდება. ქართველი ხალხი თავისუფლების დაკარგვას არასდროს შეეგუება. ქართველი ხალხი ყოველთვის იბრძოლებს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, თავისუფლების მოედნიდან რესპუბლიკის მოედნამდე ცოცხალი ჯაჭვი მოეწყო.

 

პოპულალურები