LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზარქუა გახარიას: „გიორგი, ძმაო, დებატებში ჯერ ჩემი ხაბე გამოიწვიე“

126
ing (2)

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებას, რომლის თანახმად, ის ბიძინა ივანიშვილთან ნებისმიერ ფორმატში დებატებისთვის მზად არის, „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ეხმიანება.

ზარქუა გახარიას მიმართავს და მოუწოდებს, დებატებში ჯერ ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ვაშაძე გამოიწვიოს:

„მე მესმის, მას იმიჯი აქვს შელახული და ახლა ცდილობს, რომ რაღაცნაირად აიმაღლოს და ვინ გამოიწვია? ივანიშვილის 1 % მაინც გააკეთოს ამ ქვეყნისთვის და მერე შეუძლია ასე თამამად გამოიწვიოს.

მანამდე მე ვურჩევ, გიორგი, ძმაო, ჯერ ჩემი „ხაბე“ გამოიწვიე, შემდეგ გადადი „ჭიჭე“ ვაშაძეზე, დაგაკვირდებით. იმის შემდეგ ბატონ გუბაზთან, ბევრი საერთო გაქვთ და მიხვდები რაც და ბოლოს, ამათ რომ მოილევ, ბოლო ტესტი ეს იქნება „ჩერგო“. აი იქაც თუ დაჯდები, მერე მე პირადად მზად ვარ დაგიჯდე და შენს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, სპეცოპერაციებზე და შემდეგ უკვე გუნდს რომ უღალატე და ქვეყანას და მერე რა მოიმოქმედე, როგორ შეუკარი კოალიციები მარგინალებს და მწვალებლებს საკრებულოებში, აი მაგაზე მერე გესაუბრები თუ სურვილი გექნება“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ცნობისათვის, ყოფილმა პრემიერმა, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ პარტია „ქართული ოცნების ახლადარჩეული საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დებატებში გამოწვევასთან დაკავშირებით ვრცელი განცხადება პოლიტსაბჭოს სხდომაზე გააკეთა.

იხილეთ ვრცლად:

გახარია ივანიშვილს: ნებისმიერ ფორმატში მზად ვარ დებატებისთვის, სამართლებრივადაც, პოლიტიკურადაც 100%-ით მართალი ვარ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები