LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა ქოიავა: „მალე სამნიშნაზე ავა სიკვდილიანობა და ვაგინოთ ყველას, ვეძებოთ სატანა ყველგან, ოღონდ არავითარ შემთხვევაში არ დავიდანაშაულოთ საკუთარი თავი!“

610
zazakoiavanews45

ბიზნესტრენერი ზაზა ქოიავა სოციალურ ქსელში კორონავირუსთან დაკავშირებულ მდგომარეობას ეხმიანება, რომელიც საქართველოში ბოლო თვეების განმავლობაში შეიქმნა და წერს, რომ პასუხისმგებლობა თითოეულმა მოქალაქემ უნდა იგრძნოს:

„ინფიცირებულებმა იარეთ ქუჩაში, იმგზავრეთ ტაქსით, იარეთ მაღაზიებში, ნიკაპზე ჩამოიწიეთ პირბადე, დამსაქმებლებმა კორონიანები ამუშავეთ, ფული რომ არ დაკარგოთ, რა თავში იხლით ადამიანის ჯანმრთელობას, ერთმა ნაწილმა იძახეთ, რატომ არ გვზღუდავს მთავრობაო, მეორე ნაწილმა იძახეთ, დავიხოცეთ შიმშილით, რომ შეგვზღუდა და მერე უეცრად მოხსნა, იმის ბრალიაო… არ აიცრათ, ეს შხამია, რა იცით რას გვიკეთებენ, რაც გვიწერია, ის მაინც არ აგვცდება, უფალს მივენდოთ და ის გვიშველის.

ლაპარაკი თქვენ არ გესმით, არგუმენტები ისეთი სუსტი გაქვთ, დათა თუთაშხიასი არ იყოს, არც შემოვდივარ კამათში დიდი უპირატესობის გამო და ბოლოს ცოტნე ცოტაშვილივით, რაც გინდათ ის გიქნიათ, მალე სამნიშნაზე ავა სიკვდილიანობა და ვაგინოთ ყველას, ვეძებოთ სატანა ყველგან, ოღონდ არავითარ შემთხვევაში არ დავიდანაშაულოთ საკუთარი თავი!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები