მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ პროექტში ,,ამერიკის ვარსკვლავი” კასთინგი წარმატებით გაიარა და 19 თებერვლიდან ABC-ზე მუსიკალურ შოუში მოგვევლინება, სადაც ჟიურის წევრები კეტი პერი, ლიონელ რიჩი და ლუკ ბრაიანი იქნებიან.
„ბრავო რეკორდსის“ დამფუძნებელი, ზაზა შენგელია ნუცა ბუზალაძის მიერ გავრცელებულ სასიხარულო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
,,პირველი ქართველი ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ სატელევიზიო ტალანტ-შოუში “American Idol”!!! ჟიურის წევრები: ლაიონელ რიჩი, ქეითი პერი, ლიუკ ბრაიანი.
შეიძლება იგივეს გაკეთება ვერ შეძლოს, რაც ხვიჩა კვარაცხელიამ ,,ნაპოლიში” გააკეთა, მაგრამ დარწმუნებული ვარ საუკეთესოდ გამოვა და გააოცებს ჟიურისაც და ამერიკულ ტელეაუდიტორიას. წარმატებები და იღბალი ნუცას” – წერს ზაზა შენგელია