LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი: ჩემს ფოტოებს ნუ დაკიდებთ ოფისების კედლებზე, პრეზიდენტი არ არის კერპი

188
24419278

ჩვენ ავაშენებთ ახალი შესაძლებლობების ქვეყანას, სადაც ყველა თანასწორი იქნება კანონის წინაშე,- ამის შესახებ უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ინაუგურაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამისათვის მთავრობაში უნდა მოვიდნენ ის ადამიანები, რომლებიც ხალხის სამსახურში იქნებიან.

“არ მინდა თქვენი ოფისების კედლებზე გქონდეთ ჩემი ფოტოები, ჩემი პორტრეტები. პრეზიდენტი არ არის ხატი, ის არ არის კერპი და პორტრეტი.

ჩემი ფოტოების ნაცვლად დაკიდეთ საკუთარი შვილების ფოტოები და ყოველდღე უყურეთ მათ თვალებში,”- მიმართა ზელენსკიმ უკრაინელ მაღალჩინოსნებს.

ზელენსკის ინაუგურაციას სალომე ზურაბიშვილი დაესწრება

ინაუგურაცია უმაღლესი რადას შენობაში, საზეიმო სხდომათა დარბაზში შედგება.

ვლადიმერ ზელენსკიმ უკრაინის უმაღლეს რადაში პრეზიდენტის ფიცი უკვე დადო. ზელენსკი საზოგადოებას დაჰპირდა, რომ იბრძოლებს კორუფციის წინააღმდეგ და ყველაფერს გააკეთებს, რომ უკრაინაში სამხედრო კონფლიქტი დასრულდეს.

უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიალს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდა.

მსახიობი და შოუმენი ვლადიმირ ზელენსკი უკრაინის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი გახდა.

41 წლის ზელენსკიმ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტურში გაიმარჯვა და ხმების 73,22 პროცენტი დააგროვა. მისმა წინამორბედმა პეტრო პოროშენკომ ხმების 24,45 პროცენტი მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები